მცნება 2

«რა მელოდება მე მარადისობაში» 10 მცნების მიხედვით

† არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ და არც ემსახურო…

  • განმარტებითი ლექსიკონი: კერპი – გამოსახულება,  ქანდაკი ან ნივთი, რომლისგანაც ელიან შველას, დაცვას, კურთხევას, წარმატებას, მშვიდობიან მგზავრობას, ბედს და მიაგებენ იმ ყურადღებას თუ კრძალვას, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეედრის..
  • შეკითხვა თემასთან დაკავშირებით: ხომ არ გაქვთ (ან გქონიათ) სახლში, მანქანაში ან პირად სარგებლობაში გამოსახულება, ქანდაკი ან ნივთი  ”თვალისგან”, “ავი სულებისგან”, “ავარიისაგან”,  ”ზოდიაქოს ნიშნები”, “ერთ დოლარიანი”, და სხვა…
  • ციტატა ბიბლიიდან: 
  • ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ (ამბობს უფალი)? ვის გამიტოლებთ, რომ ვემსგავსო? ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლს სასწორზე წონიან; ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ.მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება. ესაია წინასწარმეტყველი თავი 46:5–7
  • ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა. მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. ფსალმუნნი 113:11–16

ტესტის გაგრძელება

გამოყენებულია ბიბლიის ელექტრონული ვერსია საიტიდან:   www.orthodoxy.ge/tsmidatserili.htm