ძვირფასო მკითხველო… რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეს, შენს მიერ განვლილ ტესტზე პასუხი მინდა გკითხო ისევ შენ.
- გთხოვ შეაფასო შენი მდგომარეობა ღვთის აბსოლიტურ მოთხოვნებთან (10 მცნებასთან) მიმართებაში.
- 10 მცნებიდან რამდენში სცანი შენი თავი დამნაშავედ?
- თუ სურათი არასახარბიელოა არ გაიტეხო გული… არ გაიტეხო გული, ვინაიდან ადამიანი იმდენად გაფუჭდა(დამძიმდა) ცოდვით, რომ უუნარო შეიქმნა ღვთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და უფალმა გაითვალისწინა რა ეს, განამზადა გამოსავალი მის მოყვარულთა მიმართ.
>>> ნახე რას ამბობს წმინდა წერილი:
-
სამწუხარო რეალობა _ “ადამიანი გაფუჭდა(დამძიმდა) ცოდვით”
- >>> ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. რომალეთა მიმართ 3:23
- >>> რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს (მცნებას) და მხოლოდ ერთში შესცოდავს, ყველაფერში შემცოდეა, ვინაიდან ვინც თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ. იაკობის წერილი 2:10,11
-
სასიხარულო გამოსავალი _ “უფალმა გაითვალისწინა გამოსავალი მის მოყვარულთა მიმართ”
- >>> რაკი ხორცისგან დაუძლურებული რჯული უძალო შეიქმნა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავს სხეულში ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად და მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში. რომაელთა წერილი 8:3
- >>> და თქვენც, ოდესღაც გაუცხოებულნი (ღვთისაგან) და გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი, აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ (მისსავე ხორციელ სხეულში), რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე. კოლასელთა წერილი 1:21,22
- >>>ვინაიდან ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. და ეხლა ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით… რომაელთა წერილი 3:23,24
-
გილოცავთ …
- უფალმა გადაიხადა საფასური შენ დანაშაულთა გამო. უბრალოდ შენ გჭირდება სიყვარულით სცნო–დააფასო ეს ღვაწლი ქრისტესი და ლოცვით მიუძღვნა ცხოვრება მას.
შენ შეგიძლია ილოცო ამ მარტივი ლოცვით:
- ძვირფასო იესო – შენ მე მჭირდები;
- დღეს მე მჯერა, რომ შენ ხარ ერთადერთი ვინც გამუდმებით ფიქრობ ჩემს კეთილდღეობაზე,
- მე გიხსნი ჩემს გულს, გთხოვ შემოდი ჩემს ცხოვრებაში და იხსენი იგი,
- ვინანიებ შეგნებულ თუ შეუგნებელ ცოდვებს და გთხოვ გამწმინდო ყოველი უწმინდურებისაგან;
- მე დღეს გაღიარებ შენ ჩემი ცხოვრების უფლად და მხსნელად;
- მწამს, რომ მოკვდი ჩემი ცოდვების გამო ჯვარზე და მესამე დღეს აღსდექი მკვდრეთით და დაამარცხე სიკვდილი;
- გთხოვ მიმიღო და ამავსო სულიწმინდით.
- გპირდები რომ ამიერიდან ვიცხოვრებ შენთვის და ყველგან ვილაპარაკებ შენი სიდიადის შესახებ… ამინ!



